ვაქცინისა და მედიკამენტების წარმოების საკითხზე კუბასთან თანამშრომლობა დაიწყო
ჯანდაცვის სამინისტრომ სიმსივნის საწინააღმდეგო ვაქცინისა და მედიკამენტების წარმოების საკითხზე კუბასთან ერთად ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო.

ამ ფარგლებში კუბიდან უმაღლესი დონის დელეგაცია მიმდინარე კვირაში თურქეთს ეწვევა.

თურქეთის ჯანდაცვი მინისტრის ფაჰრეთინ ქოჯა კუბელ კოლეგას ხოსე ანგელ პორტალ მირანდას მსოფლიო ჯანდაცვის 72-ე ასამბლეაზე დასასწრებად ჩასულ შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში შეხვდა.

შეხვედრაზე ინფექციების საწინააღმდეგო ვაქცინების, სიმსივნის საწინააღმდეგო ვაქცინებისა და მედიკამენტების, ონკოლოგიურ მუშაობაში მნიშვნელოვანი გამოცდილების მქონე კუბასთან ერთად წარმოების გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

ჯანდაცვის მინისტრმა ქოჯამ განაცხადა, რომ მათი საბოლოო მიზანია მედიკამენტებზე, ვაქცინებზე, სამედიცინო მოწყობილობებზე თავად შესძლონ საკუთარი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება.

„მეორე მიზანი კი არის გლობალურ ბაზარზე კონკურენტუნარიანი წარმოების სტრუქტურის მიღწევა“-აღნიშნა თურქმა მინისტრმა.

მსოფლიო ჯანდაცვის 72-ე ასამბლეის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე ასევე ინდონეზიასა და ყირგიზეთთან გაფორმდა სამედიცინო სფეროში თანამშრომლობის ხელშეკრულებები.

წყარო: trt.net.tr
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები