სუდანში დემონსტრაციის დარბევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 60-მდე გაიზარდა
სუდანში დემონსტრაციის დარბევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 60-მდე გაიზარდა. როგორც ექიმთა ჯგუფი ამბობს, დედაქალაქ ხართუმში უსაფრთხოების ძალების მიერ აქციის დაშლის დროს დემონსტრანტებს ცეცხლიც გაუხსნეს.

საპროტესტო აქცია გარდამავალი სამხედრო საბჭოს შენობასთან აპრილის დასაწყისიდან იმართებოდა. მოსახლეობა მჯდომარე აქციას დემოკრატიული მთავრობის მოთხოვნით მართავდა, თუმცა სამხედრო საბჭომ, რომელიც სუდანს ამჟამად უდგას სათავეში, მათი დაშლის გადაწყვეტილება მიიღო და მოსახლეობას ვადამდელი არჩევნების 9 თვეში დანიშვნის პირობა მისცა.

შეგახსენებთ, გარდამავალმა სამხედრო საბჭომ სუდანის პრეზიდენტი ომარ ალ-ბაშირი ორი თვის წინ გადააყენა. ალ ბაშირი ქვეყანას სათავეში 30 წლის განმავლობაში ედგა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები