აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო: აზერბაიჯანი სამხრეთ ოსეთის ე.წ „არჩევნებს“ არ აღიარებს
როგორც სააგენტო „რეპორტი“ წერს, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთიაში ჩატარებულ „არჩევნებთან“ დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

„აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრების ფარგლებში სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობის მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ამტკიცებს და საერთაშორისო უფლებების უხეშად დარღვევას, სამხრეთ ოსეთიაში ჩატარებული მოგონილი არჩევნებს არ აღიარებს“ - ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 9 ივნისს, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა.

რადიო "მარნეული"

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები