ავღანეთში თავდაცვის სამინისტროს მახლობლად ტერაქტი მოხდა, არიან დაჭრილები
ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, დიპლომატიურ
რაიონში, თავდაცვის სამინისტროს მახლობლად სატვირთო ავტომობილი
აფეთქდა.
დაჭრილია ათობით ადამიანი. ტერაქტზე ჯერჯერობით
არც ერთ დაჯგუფებას პასუხისმგებლობა არ აუღია. აღნიშნულ ინფორმაციას
„როიტერი“ ავრცელებს.