თურქეთში ძლიერ მიწისძვრას ნგრევა მოჰყვა
თურქეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, დენიზლის პროვინციაში, ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ბიძგების სიმძლავრემ 6 მაგნიტუდა შეადგინა.

სტიქიამ დააზიანა საცხოვრებელი სახლები და ინფრასტრუქტურა, დაშავდა 20 ადამიანი.

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ბიძგების შედეგად ჩამოინგრა სახლები, რამდენიმე შენობას კი სახურავი დაუზიანდა. ოფიციალური ინფორმაციით, ნგრევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. დაშავებულებს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ.




Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები