ბაქოში, სავაჭრო ცენტრში ხანძრის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა
ბაქოს სავაჭრო ცენტრში გაჩენილი მასშტაბური ხანძრის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.

ექიმებმა დაშავებულებს დამწვრობისა და კვამლით მოწამვლის დიაგნოზი დაუსვეს.

სავაჭრო ცენტრ „ბინაში“ ხანძარი გვიან ღამით გაჩნდა. ცეცხლის ჩაქრობისთვის მეხანძრეებს ორი საათი დასჭირდათ. ხანძრის ლიკვიდირებას 200-ზე მეტი ადამიანი ცდილობდა. ადგილზე 40 ერთეული სახანძრო ტექნიკა იყო მობილიზებული. ხანძარმა სამი ათას კვადრატულ მეტრამდე ფართობი გაანადგურა. ცეცხლის გაჩენის მიზეზები უცნობია.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები