ირანში უკრაინულმა ლაინერმა 170 მგზავრით კატასტროფა განიცადა
საერთაშორისო მედიის ცნობით , დღეს 8 იანვარს თეირანში, აფრენის დროს უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების თვითმფრინავმა BOEING-737, რომელიც იმამ ხომეინის აეროპორტიდან თეირანი-კიევის მიმართულებით ავიარეისს ახორციელებდა, თეირანის აეროპორტიდან აფრენის დროს კატასტროფა განიცადა.

პირველადი ცნობით, ბორტზე 180 მგზავრი და ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა.



ჯერჯერობით, უცნობია, რას უკავშირდება მომხდარი ფაქტი.

ირანულ ტელევიზიაზე დაყრდნობით საერთაშორისო მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმად, უკრაინული საერთაშორისო ავიახაზების თვითმფრინავის ყველა მგზავრი დაღუპულია.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ბორტზე 170 მგზავრი და ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა.




Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები