კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელი ილონ მასკი 2050
წლისთვის მარსზე მილიონი
ადამიანის გაგზავნას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა
Business Insider-ი ავრცელებს.
SpaceX-ი ამჟამად მრავალჯერადი გამოყენების ხომალდ Dragon Crew-ს
აშენებს, რაც მარსის კოლონიზაციის მასშტაბური გეგმის ნაწილს
წარმოადგენს. ილონ მასკი ვარაუდობს, რომ 2050 წლისთვის დედამიწიდან
მარსზე დღეში საშუალოდ სამი ხომალდი იფრენს.
გამოცემის მტკიცებით, მასკს სურს, რომ Dragon Crew-ს ერთდროულად 100
ადამიანის და 100 ტონა ტვირთის გადატანა შეეძლოს.
გასული წლის სექტემბერში მასკმა წარადგინა მრავალჯერადი გამოყენების
კოსმოსური ხომალდი Starship-ი, რომელიც 100 ადამიანზეა გათვლილი და
მარსზე ფრენებისთვის არის განკუთვნილი.
წყარო:imedinews.ge