უკრაინაში აცხადებენ, რომ კიევში გამოვლენილი კორონავირუსი არ არის ჩინეთში გავრცელებული ვირუსის ტიპის
ევში გამოვლენილი კორონავირუსი არ არის ჩინეთში გავრცელებული ვირუსის ტიპის. ამის შესახებ უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს კიევის ლაბორატორიული ცენტრი აცხადებს.

ამასთან, უწყებაში არ აკონკრეტებენ, რა სახეობის კორონავირუსია დაფიქსირებული უკრაინის დედაქალაქში.

თავდაპირველად კიევის ლაბორატორიულმა ცენტრმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 67 ნიმუშის კვლევის შედეგად გამოვლენილია „ა“ტიპის გრიპის ოთხი შემთხვევა, რომელთაგან სამი – H1N1-ია, „ბ“ ტიპის გრიპის სამი შემთხვევა, ადენოვირუსის ორი შემთხვევა, ბოკავირუსის ერთი შემთხვევა, კორონავირუსის ერთი შემთხვევა და რინოვირუსის ერთი შემთხვევა.

მოქალაქეების გამოხმაურების შემდეგ, უწყებაში დააზუსტეს, რომ გამოვლენილი კორონავირუსი ჩინეთში გავრცელებული ტიპის არ არის. მოგვიანებით კი აღნიშნული ინფორმაცია განცხადებაშიც ჩაამატეს.

შეგახსენებთ, ჩინეთში გავრცელებული კორონავირუსის ახალი, აქამდე უცნობი ტიპით უკვე 81 ადამიანი გარდაიცვალა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები