ჩინეთში, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 100-ს გადააჭარბა
ჩინეთში, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა
106-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ „როიტერსი“ იუწყება.
სააგენტოს ცნობით, ჰუბეის პროვინციის ჯანდაცვის კომისიამ ონლაინ
განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ პროვინციაში ვირუსით
გარდაცვლილთა რაოდენობამ 100-ს მიაღწია, დაინფიცირებულთა რიცხვი კი
2,714-ია.
რაც შეეხება, მთელი ქვეყნის მასშტაბით ვირუსით დაინფიცირების
შემთხვევებს, ჩინური მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის 4, 515
დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული.
გუშინ, აშშ-მ და კანადამ საკუთარ მოქალაქეებს ჩინეთში გამგზავრებისგან
თავის შეკავებისკენ მოუწოდეს.