ფილიპინების პრეზიდენტი მოსახლეობას - თუ არ დამიჯერებთ, კანონს სამხედროები და პოლიციელები აღასრულებენ, აირჩიეთ!
ფილიპინების პრეზიდენტი, როდრიგო დუტერტე მოსახლეობას სამხედრო მდგომარეობის შემოღებით დაუმუქრა, თუ მას არ დაუჯერებენ და მკაცრი კარანტინის წესებს არ დაიცავენ.

„მე მხოლოდ სულ მცირე დისციპლინა გთხოვეთ. თუ არ დამიჯერებთ, მაშინ პოლიცია და სამხედროები მოგხედავენ. კანონს სამხედროები და პოლიცია აღასრულებენ და ეს იქნება სამხედრო მდგომარეობა. აირჩიეთ!“, - განაცხადა დუტერტემ.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ფილიპინების პრეზიდენტი მოსახლეობას დაემუქრა. ცოტა ხნის წინ, დუტერტემ სამართალდამცველებს ნებართვა მისცა, კარანტინის დამრღვევები მოკლან.

ფილიპინებში კორონავირუსის 5660 შემთხვევაა აღრიცხული. ვირუსს ქვეყანაში 360 ადამიანი ემსხვერპლა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები