აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირებულთა შორის 300 ექიმია. ამის
შესახებ განცხადება აზერბაიჯანის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ
გააკეთა.
ვიკრო გასიმოვის თქმით, ინფიცირებულებს შორის არიან როგორც ექიმები,
ისე სხვა სამედიცინო პერსონალი. მათგან 65% „კოვიდ-19“-ისგან უკვე
განიკურნა.
აზერბაიჯანში კორონავირუსი 1 500-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა.
ვირუსის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, 1 000-ზე მეტი კი
განიკურნა.