მტკიცებულება არსებობს, რომ კორონავირუსი ჩინეთის ლაბორატორიიდან მოდის – პომპეო
აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო თქმით, არსებობს “უზარმაზარი მტკიცებულება”, რომ კორონავირუსის ეპიდემია ჩინეთის ლაბორატორიიდან მოდის.

ABC-სთვის მიცემულ ინტერვიუში პომპეოს კონკრეტულ მტკიცებულებაზე არ უსაუბრია. როგორც The Guardian წერს პომპეომ მანამდე თქვა რომ აშშ განიხილავდა შესაძლებლობას რომ Covid-19 ვუჰანის ლაბორატორიაში გაჩნდა. ანუ ჩინეთის იმ ქალაქში, სადაც 2019 წლის ბოლოს კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

“შემიძლია გითხრათ რომ მნიშვნელოვანი რაოდენობა გვაქვს მტკიცებულებების, რომლითაც დგინდება, რომ კორონავირუსი ვუჰანის ლაბორატორიიდან მოდის,”-ამბობს პომპეო.

The Guardian-ის ცნობით, პომპეო დაბნეული ჩანდა, როდესაც საუბრობდა იმის შესახებ ვირუსი ლაბორატორიაშია მოდიფიცირებული, თუ ის ბუნებრივია და შემთვევით გავრცელდა. თავდპირველად, ინტერვიუში პომპეო ამბობდა, რომ ვირუსი ექსპერტების მტკიცებით ადამიანის მიერაა შექმნილი.

როცა ჟურნალისტმა პომპეოს შეახსენა, რომ აშშ-ს უსაფრთხოების სამსახურმა გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელიც საწინააღმდეგოს ამტკიცებს. ანუ მეცნიერების დასკვნა რომ კორონავირუსი ადამიანის მიერ შექმნილი არაა, პომპეომ განაცხადა: “მართალია, ვეთანხმები მათ.”

ჩინეთი უარყფს, რომ ვირუსი ვუჰანის ლაბორატორიიდან გავრცელდა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები