ბაქოში სამშენებლო მასალების ბაზრობაზე ხანძარი გაჩნდა [ფოტო/ვიდეო]
აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში, ბინაგადის რაიონში მდებარე სამშენებლო მასალების ერთ-ერთ ყველაზე დიდ ბაზრობაზე, EuroHome-ზე გვიან ღამით ხანძარი გაჩნდა.


ხანძარი ბაქოში, სამშენებლო მასალების ბაზრობაზე. ფოტო: apa.az

ბაზრობაზე მივიდნენ მაღაზიების მეპატრონეები და გასაყიდი პროდუქციის გამოტანა დაიწყეს. ადგილზე მეხანძრეები არიან მობილიზებული.

რადიო „თავისუფლების“ აზერბაიჯანულენოვანი სამსახურის პირდაპირ ეთერში ჩანან ადგილზე მობილიზებული მეპატრონეები და მეხანძრეები, რომლებიც ხანძრის ლოკალიზებას ცდილობენ.



ამავე ბაზრობას 2019 წლის დეკემბერში გაუჩნდა ხანძარი, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაშავდა. 100-ზე მეტი მაღაზია განადგურდა, თუმცა ისინი მალევე აღადგინეს.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები