კარანტინის წესების დარღვევა ბაქოში – სპეცრაზმმა რამდენიმე პირი დააკავა
აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მოქალაქის მიერ Covid-19-ის ეპიდემიის წინააღმდეგ დაწესებული საკარანტინე წესების დარღვევის შემდეგ სპეცრაზმმა რამდენიმე ადამიანი დააკავა.

შემთხვევა 7 ივნისს მოხდა ბაქოს იასამალის რაიონში. სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ კორპუსთან ათობით პოლიციელია მობილიზებული, მათ ნაწილს კი ბინიდან გამოჰყავს დაკავებული მოქალაქეები.

8 ივნისს აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ დააკავეს კიდევ 11 მოქალაქე, რომლებიც, აღნიშნული პირის დაკავებისას, „სხვადასხვა ობიექტს ესროდნენ სამართალდამცავებს“.



ბოლო მონაცემებით, აზერბაიჯანში Covid-19-ით ინფიცირების 7553 შემთხვევაა დადასტურებული. გარდაიცვალა 88 ადამიანია, გამოჯანმრთელდა 4149, დანარჩენი 3316 პაციენტი კი მკურნალობას აგრძელებს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები