აზერბაიჯანის მთავრობასთან არსებული კორონავირუსთან ბრძოლის შტაბის
ცნობით, ქვეყანაში, დღე-ღამეში კორონავირუსით დაინფიცირების 478 და
გარდაცვალების 7 შემთხვევა დაარეგისტრირეს.
ოფიციალური ცნობითვე, აზერბაიჯანში, სადაც მთლიანად Covid-19-ის 13
207 ფაქტი დაფიქსირდა, ამჟმად 5958 პაციენტი სამედიცინო
დაწესებულებებში მკურნალობს. გარდაცვლილთა რიცხვი კი ჯამში 161-ს
აღწევს.
უკანასკნელ დღე-ღამეში სომხეთში ახალი დარეგისტრირებული შემთხვევების
რაოდენობამ 418 შეადგინა.
სულ ქვეყანაში კოვიდ ვირუსის 21 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა,
500-მდე პაციენტი კი გარდაიცვალა.