სომხეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 771 ახალი შემთხვევა
გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 22 488-მდე გაიზარდა,
- ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში „კოვიდ
19“-ს 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვი 397 -მდე
გაიზარდა.
25 ივნისის მდგომარეობით, სომხეთში კორონავირუსისგან დაინფიცირებული
11 335 პაციენტი გამოჯანმრთელდა.