საქართველო იმ ქვეყნების სიაშია, რომელსაც ევროკავშირი საზღვარს გაუხსნის- ევრონიუსი
ევრონიუსი წყაროზე დაყრნობით ავრცელებს იმ ქვეყნების სიას, რომლებსაც ევროკავშირი შეზღუდვების გაუქმების შემდეგ პირველი ივლისიდან საზღვრებს გაუხსნის. საქართველო ამ ქვეყნებს შორისაა.

თუმცა, ევრონიუსის წყაროს ცნობით, ამ საკითხზე გადაწყვეტილება არ არის მიღებული და მსჯელობა ევროკავშირში პარასკევს გაგრძელდება.

ევრონიუსის მოპოვებული ინფორმაციის თანახმად ბრაზილია, აშშ, რუსეთი და კატარი იმ ქვეყნების სიაშია, რომელთა მოქალაქეებისთვის ევროკავშირი პირველი ივლისიდან საზღვრებს არ გახსნის.

ქვეყნების ჩამონათვალში კი, რომლებსაც ევროკავშირი საზღვრებს გაუხსნის, საქართველოცაა. ამ სიაში არ არიან საქართველოს მეზობლები – სომხეთი და აზერბაიჯანი.

საზღვრებს არ ხსნის საქართველო, რომელიც თავიდან პირველი ივლისისთვის აანონსებდა საერთაშორისო რეგულარული ფრენების აღდგენას, თუმცა დღეს, 25 ივნისს მთავრობამ განაცხადა, რომ “რეგულარული ფრენების აღდგენა ივლისის ბოლოსთვის გადაიწევს”. 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები