ბრაზილიაში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 60 000-ს გადააჭარბა
ბრაზილიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით კიდევ 1 038 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 60 632-ს მიაღწია, - შესაბამის მონაცემებს ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით CNN-ი ავრცელებს.

ამავე მონაცემების თანახმად, ბრაზილიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 46 712 ახალი შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა რიცხვმა 1 448 753-ს მიაღწია.

ცნობისათვის, როგორც კოვიდინფიცირებულების ასევე ვირუსით დაღუპულთა რაოდენობით ბრაზილია მეორე ადგილზე დგას მსოფლიოში აშშ-ის შემდეგ.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები