აშშ-ში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 52 898 შემთხვევა დადასტურდა,
რაც რეკორდული დღიური მაჩვენებელია, - შესაბამის მონაცემებს ჯონს
ჰოპკინსის უნივერსიტეტი აქვეყნებს.
ამავე მონაცემების თანახმად, ქვეყანაში კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა
რაოდენობამ 2 682 270-ს მიაღწია.
რაც შეეხება ფატალურ შემთხვევებს, კორონავირუსს კიდევ 706 ადამიანის
სიცოცხლე შეეწირა და დაღუპულთა რიცხვი 128 028-მდე გაიზარდა.
ცნობისათვის, როგორც ინფიცირების შემთხვევების, ასევე ვირუსით
დაღუპულთა რაოდენობით აშშ პირველ ადგილზე დგას მსოფლიოში.