აშშ-ში, გასული დღის განმავლობაში, კორონავირუსის 60 021 ახალი
შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა რაოდენობა 2 996 098-მდე
გაიზარდა, - შესაბამის მონაცემებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი
აქვეყნებს.
CNN-ის ინფორმაციით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ეს ინფიცირების
ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის.
გარდა ამისა, ქვეყანაში „კოვიდ 19“-ს კიდევ 1 195 ადამიანის სიცოცხლე
ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 131 480-ს მიაღწია.
ცნობისათვის, როგორც კოვიდინფიცირებულების, ასევე ვირუსით დაღუპულთა
რაოდენობით აშშ პირველ ადგილზე დგას მსოფლიოში.