მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 12 164 173-ს
მიაღწია, - შესაბამის მონაცემებს Worldometers-ი აქვეყნებს.
ამავე მონაცემების თანახმად, ვირუსს დღემდე 552 029 ადამიანის
სიცოცხლე შეეწირა, 7 030 006 ადამიანი კი - გამოჯანმრთელდა.
კოვიდინფიცირებულების რაოდენობის მიხედვით პირველ ადგილზე აშშ დგას,
სადაც კოვიდ 19-ის 3 158 932 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან
დაღუპულია 134 862 და გამოჯანმრთელებულია - 1 392 679 ადამიანი.
აშშ-ს ბრაზილია მოსდევს 1 716 196 ინფიცირებულითა და 68 055 ფატალური
შემთხვევით. მესამე ადგილზე კი ინდოეთია, სადაც კორონავირუსით, საერთო
ჯამში, 769 052 ადამიანია დაინფიცირებული, დაღუპულთა რაოდენობა კი -
21 144-ია.
შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში
მიმდინარე წლის იანვრის დასაწყისში გამოვლინდა, პირველი ფატალური
შემთხვევა კი 10 იანვარს ჩინეთის ქალაქ უხანში დადასტურდა.