ბრაზილიაში კორონავირუსის 23 529 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 716 ადამიანი გარდაიცვალა
ბრაზილიაში კორონავირუსის 23 529 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 2 098 389-მდე გაიზარდა, - შესაბამის მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ამავე მონაცემების თანახმად, ბრაზილიაში კოვიდ 19-ით კიდევ 716 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა რიცხვმა 79 488-ს მიაღწია.

მედიის ინფორმაციით, ქვეყნის პრეზიდენტი ჯაირ ბოლსონარუ, რომელმაც რამდენიმე დღის წინ კორონავირუსის განმეორებითი ტესტი ჩაიტარა და ვირუსი კვლავ დაუდასტურდა, პრეზიდენტის რეზიდენციის ტერიტორიაზე მხარდამჭერებს მიესალმა. CNN-ის ცნობით, პრეზიდენტსა და შეკრებილ მოქალაქეებს წყლის არხი ჰყოფდათ, თუმცა, ორმა ადამიანმა მისი გადაკვეთა და პრეზიდენტთან მიახლოება მაინც შეძლო.

ცნობისათვის, როგორც კოვიდინფიცირებულების, ასევე ვირუსით დაღუპულთა რაოდენობით ბრაზილია მეორე ადგილზე დგას მსოფლიოში აშშ-ის შემდეგ.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები