როგორ განაახლებს მუშაობას მარნეულის საბავშვო ბაღები პანდემიის პირობებში
მარნეულის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღები 1-ლი ოქტომბრიდან დაიწყება. საბავშვო ბაგა-ბაღებში მშობლების შესვლა-გამოსვლა აიკრძალება. ასევე, დაწესდა შეზღუდვები ბავშვის გამოყვანასთან დაკავშირებით.

მშობელი ვალდებული იქნება ბაღიდან გამოყვანისას წინასწარ დაუკავშირდეს ადმინისტრაციას და ითხოვოს, რომ ბავშვი ბაღის შესასვლელთან გაუყვანონ.აღნიშნული მოთხოვნები საბავშვო ბაღების მუშაობის პროტოკოლშია გაწერილი.

მარნეულის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების გაერთიანებაში განმარტავენ, რომ რეკომენდაციები მათ უკვე მიიღეს და სააღმზრდელო დაწესებულებების ადმინისტრაციასაც მიაწოდეს. ვარაუდობენ, რომ ახალ რეგულაციებს თავს წარმატებით გაართმევენ.

"გათვალისწინებული იქნება პანდემიასთან დაკავშირებული ღნისძიებები. ამისთვის თითქის მზად ვართ უკვე და გახსნამდე ყველანაირად მზად ვიქნებით. სხვადასხვა სადენზინფექციო ხსნარები მოვიმარაგეთ. ინსტრუქციას უკვე იცნობს საბავშვო ბაღების ადმინისტრაცია და ამის გამოყენებაზე არანაირი პრობლემა არ არის. ასევე, ინფრასტრუქტურის განხრით ვატარებთ სხვადასხვა სახის სამუშაოებს რამდენიმე ბაღში, მათ შორისაა ქალაქ მარნეულის N4 საბავშვო ბაღი რათა მომზაბული შევხვდეთ სეზონის გახსნას. სულ სამ ბაღში ვაკეთებთ კოსმეტიკურ რემონტს, გარდა ამისა. ქალაქ მარნეულის N1 ბაღში და ყიზილაჯლოში ტარდება კაპიტალური რემონტი" - ამბობს მარნეულის ბაგა ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის მოადგილე ფირანა მაისურაძე

იმ ფონზე, როდესაც მარნეულის საბავშვო ბაღების ჯგუფების უმრავესობას მხოლოდ ორი პედაგოგი ჰყავთს და მოსწავლეთა რაოდენობა ხშირად 30-ს სცდება, გაუჭირდება თუ არა ბაღებს რეკომენდაციები გათალისწინება, ამ ფაქტს ფირან მაისურაძე პედაგოგების მაღალი კვალიფიკაციით ხსნის.

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, ბაღებში გამოყოფილი უნდა იყოს შესაბამისი იზოლაციის ოთახი იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე აღსაზრდელს ან მომუშავე პერსონალს ტემპერატურა დაუფიქსირდება. სააღმზრდელო პროცესის დაწყებამდე ძიძების და ბაღის ადმინისტრაციული პერსონალის გადამზადებაა დაგეგმილი.

მარეულის მუნიციპალიტეტის მასშტაბით სულ 14 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, ბავშვთა მიღების ლიმიტი უკვე შევსებულია (2700 აღსაზრდელი). აღსაზრდელების ნაწილი კი ამ დრომდე დამატებით სიებში რჩება. აღსანიშნავია, რომ მარნეულში არასაკმარისი ბაღების გამო, ყოველწლიურად აღსაზრდელების ნაწილი ბაღის მიღმა რჩება.

თეა დავაძე
რადიო "მარნეული"
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები