რუსეთში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 5 529 ახალი
შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 1 073 849
-ს მიაღწია, - ამის შესახებ ინფორმაციას კორონავირუსთან ბრძოლის
მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, კორონავირუსით რუსეთში კიდევ 150 ადამიანი
გარდაიცვალა და ლეტალური შემთხვევების რიცხვმა, საერთო ჯამში, 18 785
-ს მიაღწია. ოფიციალური სტატისტიკით, რუსეთში COVID 19-სგან 884 305
პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულების რაოდენობით, აშშ-ს, ინდოეთისა
და ბრაზილიის შემდეგ რუსეთი მეოთხე ადგილზეა.