მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევებმა 30 მილიონს
გადააჭარბა.
შესაბამისი ინფორმაცია ვებ-გვერდ worldometers-ზეა განთავსებული.
ამავე მონაცემების თანახმად, მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსს 945
000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, გამოჯანმრთელებულ პაციენტთა
რაოდენობა კი 21 800 000-ს შეადგენს.
კორონავირუსის ყველაზე მეტი - 6.8 მილიონი შემთხვევა აშშ-ში
ფიქსირდება. მე-2 ადგილს ინდოეთი 5.1 მილიონი შემთხვევით იკავებს.
აშშ-სა და ინდოეთის შემდეგ, კოვიდ 19-ის ყველაზე მეტი - 4.4 მილიონი
შემთხვევა ბრაზილიაში ფიქსირდება.