რუსეთში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 6 595 ახალი
შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 1 128
836-ს მიაღწია, - ამის შესახებ ინფორმაციას კორონავირუსთან ბრძოლის
მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, კორონავირუსით რუსეთში კიდევ 149 ადამიანი
გარდაიცვალა და ლეტალური შემთხვევების რიცხვი, საერთო ჯამში, 19
948-მდე გაიზარდა. ოფიციალური სტატისტიკით, რუსეთში კოვიდ - 19-სგან
929 829 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულების რაოდენობით, აშშ-ს, ინდოეთისა
და ბრაზილიის შემდეგ რუსეთი მეოთხე ადგილზეა.