საქართველოს მოქალაქე ეთნიკურად აზერბაიჯანელმა ახალგაზრდებმა აზერბაიჯანის მხარდასაჭერი აქცია გამართეს
დღეს, 28 სექტემბერს, საქართველოს მოქალაქე ეთნიკურად აზერბაიჯანელმა ახალგაზრდებმა, სომხეთ-აზერბაიჯანს შორის მიმდინარე სამხედრო მოქმედებებთან დაკავშირებით, თბილისში აზერბაიჯანის მხარდასაჭერი აქცია ჩაატარეს.

თბილისში, ჰეიდარ ალიევის პარკთან დაწყებული აქცია შემდგომში საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოსთან გაგრძელდა. აქციის მონაწილეების მთავარი სლოგანები იყო, „ყარაბაღი ჩვენია“, „თავისუფლება ყარაბაღს“ და „ყარაბაღი თურქებისაა“. აქციაზე ისმოდა შეძახილებიც „თავისუფლება ოსეთსა და აფხაზეთს“.

აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანმა ქვეყნის მასშტაბით საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. აზერბაიჯან-სომხეთს შორის საბრძოლო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს.






Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები