რუსული მედიის ინფორმაციით, სომხეთი მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხს განიხილავს
სომხეთი მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხს განიხილავს, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ერევანში რუს ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

„ჩვენს დღის წესრიგში ასეთი ვარიანტი არსებობს. ასევე არსებობს სომხეთსა და მთიან ყარაბაღს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების, ან უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობაც,“- განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

მისივე თქმით, ყველა ეს ვარიანტი განიხილება და გადაწყვეტილების მიღება რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით მოხდება.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები