კიდევ 23 ჯარისკაცი დაიღუპა – სომხური მხარე
სომხეთის თავდაცვის უწყება კიდევ 23 ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. დაღუპული ჯარისკაცების საშუალო ასაკი 20 წელია.

სომხური მხარის იქამდე გავრცელებული ინფორმაციით, 27 სექტემბრის შემდეგ დაღუპულ ჯარისკაცღა რაოდენობა 59 იყო.

ოფიციალური ცნობითვე, სომხურ მხარეს ასეულობით დაჭრილი სამხედრო ჰყავს.

აზერბაიჯანს ინფორმაცია 27 სექტემბრის შემდეგ დაღუპულ ჯარისკაცთა რაოდენობაზე არ გაუვრცელებია. ბაქოს ცნობით, კონფლიქტის ზონაში სომხური მხარის შეტევების შედეგად 16 მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა და 55 დაშავდა.

ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებები, რომელიც 27 სექტემბერს დილით დაიწყო, კვლავ გრძელდება.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები