ქართველ სომხებს ჩემზე დიდი მოკავშირე არ ჰყავთ, მაგრამ სეპარატიზმს ვერსად დავუჭერ მხარს – სააკაშვილი
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით მის პოზიციას განმარტავს.

სააკაშვილის განცხადებით, სახელმწიფოებრივად ის მშვიდობის და ბრძოლის შეწყვეტის მომხრეა.

“ომზე მეტადა არაფერი მეზიზღება”, – განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ მხარს მშიდობიან მოლაპარაკებებს უჭერს.

მიხეილ სააკაშვილი ასევე გამოეხმაურა გასულ კვირაში მის მიერ გაკეთებულ განცხადებას და პროტესტს, რომელიც სომხეთსა და საქართველოში მოჰყვა, ძირითადად ეთნიკურად სომეხ საქართველოს მოქალაქეებს შორის. სააკაშვილის აზრით, აქცია, რომელიც “მთავარ არხსთან” გაიმართა, “გარედან” არის ინსპირირებული.

“ქართველმა სომხებმა ყველაზე მეტად იციან როგორ მიყვარს მე ისინი. მათ ყველაზე კარგად იციან, რომ ისტორიაში არავის გაუკეთებია ამდენი მათთვის როგორც მე. ჩემი პირველი გადაწყვეტილება იყო 2004 წელს თბილისი ახალქალაქი ტრასის მსენებლობა, ჩემი ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება იყო ახალქალაქში დიდი სარკინიგზო კვანძის მშენებლობა, რომელიც ამათ [ქართულმა ოცნებამ] გაყინეს და საერთოდ ვერ დაამთავრეს. 31 ოქტომბრის შემდეგ დავასრულებთ. მე შევიყვანე ახალქალაქში გაზი, გავაკეთეთ მთელი შიდა ინფრასტრუქტურა. ქართველ სომხებს ჩემზე დიდი მოკავშირე არ ჰყავთ. ივანიშვილი ეფუძნება ფაშისტურ, ეთნოცეტრულ იდეოლოგიას, რომელსაც კავშირი არ აქვს ქართულ პატრიოტიზმთან, რადგან ქართული პატრიოტირმიზ ეს არის დავით აღმაშენებლის იდეოლოგია, რომლის საფლავზეც მე დავდე ფიცი. ყველა ეთნიკური ჯგუფი საქართველოში არის თანასწორი და უნდა გრძნობდნენ, რომ ეს არის მათი ქვეყანა, მუშაობდნენ და სისხლს ღვრიდნენ თუ ამის საჭიროება იქნება. მაგრამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ეს არის არსებობის საფუძველი, ვერასდროს ვერსად ვერ დავუჭერთ მხარს სპერატიზმს”, – განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ “ქართველს სომხებს არავის დააჩაგვრინებს”.


„ყარაბაღი წარმოადგენს აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუვერენულ ტერიტორიას“, – ასე გამოეხმაურა ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მთიან ყარაბაღში სომხურ და აზერბაიჯანულ მხარეებს შორის სამხედრო დაპირისპირებების განახლებას გასუ კვირაში.

„ჩემი პოზიცია სრულიად ნათელია, — ეს ეფუძნება სახელმწიფო მთლიანობის პრინციპს, ესე იგი, მთიანი ყარაბაღი წარმოადგენს აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუვერენულ ტერიტორიას და ამას არაფერი არ შეცვლის“, – დაწერა სააკაშვილმა ფეისბუკზე.

„რა თქმა უნდა, ამავე დროს, ყველას, ვინც გამოდევნილია ამ რეგიონიდან, აქვს უფლება, დაუბრუნდეს თავის სახლებს და ვინც უკვე ცხოვრობს, მათ აქვთ უფლება, მშვიდად იცხოვრონ და მათი უფლებები უნდა იყოს დაცული“, – წერს იგი.

სააკაშვილმა ასევე დაწერა, რომ აზერბაიჯანს და სომხეთს შორის სამხედრო შეტაკებები „ძალიან გვაშფოთებს ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ჩვენს რეგიონში მშვიდობა და ჩვენი ხალხების კეთილდღეობა“, ამიტომ „დიდი გულისტკივილით“ ადევნებს თვალყურს „ადამიანურ მსხვერპლს და სიტუაციის ესკალაციას“.

ბოლოში სააკაშვილმა დაწერა, რომ „საქართველო დაინტერესებულია კავკასიის სამ ერს შორის ძმურ-მეგობრულ ურთიერთობებში“ და „ჩვენი მომავალი ისეთი უნდა იყოს, როგორც სამ ბალტიის ქვეყნებს შორის ურთიერთობაა“. მისი თქმითვე, „მხოლოდ გარე ძალები არიან დაინტერესებულები იმაში, რომ გაგვთიშოს და იბატონოს და ჩვენ ამის საშუალება მათ არანაირად არ უნდა მივცეთ“.

27 სექტემბრის დილიდან მთიან ყარაბაღში სამხედრო შეტაკებები ისევ განახლდა. მხარეები მსხვერპლზე საუბრობენ და სამხედრო მოქმედებების განახლებაში კვლავ ერთმანეთს ადანაშაულებენ. სომხეთსა და აზერბაიჯანში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული.

საქართველოს ხელისუფლებამ, კერძოდ კი, საგარეო საქმეთა სამინისტრომ, განაცხადა, რომ შეშფოთებით აკვირდება მორიგ სამხედრო გამწვავებას.

საქართველომ იმედი გამოთქვა, რომ „მოხერხდება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევა, მოლაპარაკებების რეჟიმში გადასვლა მხარეებს შორის და ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების თავიდან აცილება“.

„ჩვენი მხრივ კი ვაცხადებთ, რომ საქართველო მზადაა ნებისმიერი ფორმით ხელი შეუწყოს დეესკალაციას და რეგიონში მშვიდობას დამყარებას“,
– წერია განცხადებაში.

განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურნენ საქართველოს ოპოზიციური პარტიებიდანაც. მაგალითად, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ ამ დილას განაცხადა, რომ ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით საქართველოს მშვიდობიანი პოზიცია უნდა ჰქონდეს და, ამავე დროს, რამდენიმე სცენარისთვის უნდა იყოს მზად.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები