ილჰამ ალიევი - აზერბაიჯანის არმიამ ​ჯებრაილის რაიონის სოფლები და რამდენიმე სტრატეგიული სიმაღლე გაათავისუფლა
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ჯებრაილის რაიონში კიდევ სამი სოფლისა და რამდენიმე სტრატეგიული სიმაღლის აღების შესახებ აცხადებს.

როგორც ალიევი "ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე წერს, წარმატებული ოპერაცია გრძელდება.

"დღეს, აზერბაიჯანის არმიამ გაათავისუფლა ჯებრაილის რაიონის სოფლები შიხალი აგალი, სარიჯალი და მეზრე და სხვადასხვა მიმართულებით რამდენიმე სტრატეგიული სიმაღლე. ჩვენი შესანიშნავი არმიის წარმატებული ოპერაცია გრძელდება. ყარაბაღი აზერბაიჯანია!", - წერს ალიევი.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები