სომხური მხარის ცნობით, ყარაბაღში აქტიური საბრძოლო მოქმედებები აღარ ყოფილა
სომხური მხარის ცნობით, 6 ოქტომბრის ღამეს მთიან ყარაბაღში აქტიური საბრძოლო მოქმედებები არ ყოფილა.

“საბრძოლო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტაზე საერთაშორისო საზოგადოების მრავალრიცხოვანი მოწოდებების შემდეგ, მთიანი-ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ღამემ შედარებით მშვიდად ჩაიარა. შემდგომი ესკალაციის შემთხვევაში მთელ პასუხისმგებლობას აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ვაკისრებთ”, –
წერს სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს-სპიკერი სტეპან შუშანიანი ფეისბუკის გვერდზე.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამხედრო დაპირისპირება, ორივე მხარეს გარდაცვლილთა დიდი რაოდენობით, მთიან ყარაბაღში 27 სექტემბერს დაიწყო.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები