სომხეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, აზერბაიჯანი ქალაქ სტეპანაკერტზე თავდასხმას განაგრძობს
აზერბაიჯანელი სამხედროები ქალაქ სტეპანაკერტსა და მთიანი ყარაბაღის სხვა სამოქალაქო დასახლებებზე თავდასხმას განაგრძობენ, - ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა არცრუნ ჰოვანისიანმა განაცხადა.

სომხური მედიის ცნობით, არაღიარებული მთიანი ყარაბაღის პრეზიდენტის პრესსპიკერმა ვაჰრან პოღოსიანმა გაავრცელა ინფორმაცია მთიანი ყარაბაღის „თავდაცვის არმიის მიერ მტრის ტერორისტული არმიის ულმობლად განადგურების“ შესახებ.

შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში ცეცხლი 27 სექტემბრის შემდეგ არ წყდება, დაღუპული და დაშავებულია ასობით ადამიანი, მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეები.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები