რუსეთის თავდაცვის მინისტრი სომხეთსა და აზერბაიჯანს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დაცვისკენ მოუწოდებს
რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ სომხეთსა და აზერბაიჯანს მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დაცვისკენ მოუწოდებს, -ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის უწყება ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის საკითხი სერგეი შოიგუმ აზერბაიჯანელ და სომეხ კოლეგებთან სატელეფონო საუბრებისას განიხილა.

ცნობისთვის, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მოქმედებს, რომელსაც მხარეებმა მოსკოვში მიაღწიეს და ძალაში 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან შევიდა. მიუხედავად ამისა, კონფლიქტის ზონაში დაძაბულობა გრძელდება. სომხეთი და აზერბაიჯანი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები