არაღიარებული მთიანი ყარაბაღი - აზერბაიჯანი სოფლებს "სმერჩის" ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით ბომბავს
აზერბაიჯანი მარტუნის რეგიონის სოფლებს "სმერჩის" ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით ბომბავს, - სომხური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ მთიანი ყარაბაღის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურმა განაცხადა.

„დღეს დილიდან აზერბაიჯანულმა ძალებმა მარტუნის რეგიონის სოფლების, კარმირ შუკასა და ტაგავარდის, დაბომბვა "სმერჩის" ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით დაიწყეს,“- აცხადებენ არაღიარებულ მთიან ყარაბაღში.

შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში კონფლიქტი 27 სექტემბერს გამწვავდა. სომხეთმა და აზერბაიჯანმა ცეცხლის დროებით შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას ორჯერ - 10 და 17 ოქტომბერს მიაღწიეს, თუმცა კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებები არ წყდება. მხარეები ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები