აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურა - დაღუპულია 91 და დაშავებულია 400 მშვიდობიანი მოქალაქე

სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული პროვოკაციების შედეგად დაღუპულია 91 და დაშავებულია 400 მშვიდობიანი მოქალაქე, - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.



მათივე ინფორმაციით, სომხეთის მიერ დასახლებული პუნქტების დაბომბვის შედეგად 27 სექტემბრიდან დღემდე სერიოზულადაა დაზიანებული 428 სამოქალაქო ობიექტი, 2 442 სახლი და 92 მრავალსართულიანი შენობა.

შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში სიტუაცია 27 სექტემბერს დაიძაბა. მხარეებმა ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას სამჯერ მიაღწიეს, თუმცა კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებები არ წყდება. სომხეთი და აზერბაიჯანი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები