404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/10/04/bf4bf3c46df8f47ef0e6c9d862ad7cb2.jpg" not exists.
სიახლე
აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება - სომხეთმა სახელმწიფო საზღვარზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაარღვია
სომხეთის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარზე განლაგებულ აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფების პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს, - აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ.

„4 ნოემბრის საღამოდან 5 ნოემბრის 04:50 საათამდე, მტერი სომხეთის ბერდის, ჩამბარაკისა და ვარდენისის რეგიონებიდან შეტევას ახორციელებდა აზერბაიჯანის ტოვუზის, გადაბაის და დაშკეზანის რეგიონებში განლაგებული ჩვენი სამხედრო ნაწილების პოზიციების წინააღმდეგ,“ - აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში.

სომხური მხარის ინფორმაციით კი, მათ ქვეყნის ტერიტორიაზე აზერბაიჯანული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. „სომხეთის საჰაერო თავდაცვის ქვედანაყოფებმა სოფელ ატუნკთან ახლოს აზერბაიჯანის მეოთხე უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს,“- წერს სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერი შუშან სტეპანიანი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“.

შეგახსენებთ, მიუხედავად იმისა, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 27 სექტემბრის შემდეგ სამჯერ შეთანხდნენ, მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები არ წყდება, რაშიც მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია