აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, სომხეთი დილიდან ქალაქ ტერტერსა და სოფლებს ბომბავს
სომხეთი დღეს დილიდან ქალაქ ტერტერსა და ორ სოფელს: გაზიანსა და ჰასანლის ბომბავს, - აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო იუწყება. მათივე ინფორმაციით, ღამის განმავლობაში მოწინააღმდეგემ გორანბოის რაიონის სოფელი ტაფგარაგოიუნლუც დაბომბა.

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში ასევე აცხადებენ, რომ 5 ნოემბერს დღის განმავლობაში და 6 ნოემბერის ღამით საბრძოლო მოქმედებები ძირითადად აღდამის, აღდერეს, ხოჯავენდისა და გუბადლის მიმართულებებით ხორციელდებოდა.

„საბრძოლო ოპერაციები გრძელდება. საბრძოლო ვითარებას ჩვენი ჯარები აკონტროლებენ,“ - აღნიშნულია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები