აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ირანისა და საქართველოს პოზიციებზე ისაუბრა
ირანის პოზიცია გამოხატული იყო. ალბათ გსმენიათ ირანის ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის ფარგლებში კონფლიქტის მოგვარების გეგმის შესახებ, - ამის შესახებ ამის შესახებ ესპანურ სააგენტო EFE-სთან ინტერვიუში აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა.

მისი თქმით, ამ დღეებში ირანის უზენაესმა ლიდერმა განაცხადა, რომ სომხეთმა აზერბაიჯანის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიები უნდა გაათავისუფლოს.

„თურქეთი საერთაშორისო სამართალს და გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს უჭერს მხარს. საქართველომ აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას არაერთხელ დაუჭირა მხარი. ეს ჩვენი მეზობლების პოზიციაა. სომხეთი იზოლირებულია. მათ კონფლიქტის ინტერნაციონალიზაცია სურთ, რომ მხარდაჭერა მიიღონ, მათ ფეიკ ახალი ამბების გამოყენება და ისტორიის რამდენიმე ფეიკ მონაცემის გამოყენება სურთ. მაგრამ სომხეთისთვის საუკეთესო მოქმედება დამარცხების აღიარება იქნებოდა“, - განაცხადა ალიევმა.

წყარო: report.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები