404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/10/04/bf4bf3c46df8f47ef0e6c9d862ad7cb2.jpg" not exists.
სიახლე
ილჰამ ალიევი: ჩვენ ქალაქებსა და სოფლებს ერთმანეთის მიყოლებით ვათავისუფლებთ
ფრონტზე არსებული მდგომარეობა აზერბაიჯანის არმიის უპირატესობაზე მეტყველებს, - ამის შესახებ ესპანურ სააგენტო EFE-სთან ინტერვიუში აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა.

მისი თქმით, აზერბაიჯანი ქალაქებსა და სოფლებს ერთმანეთის მიყოლებით ათავისუფლებს.

„ამ დროის განმავლობაში ბრძოლის ველზე აზერბაიჯანმა თავისი ტერიტორიების უმეტესი ნაწილი გაათავისუფლა, რომელიც, შეიძლება ითქვას, 30 წლის მანძილზე ოკუპირებული იყო. აზერბაიჯანის არმიის წარმატებული შეტევითი ოპერაცია გრძელდება. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ჩვენ ძლიერი ქვეყანა ვართ და ჩვენს მიწაზე ვომობთ. ჩვენ აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ დონეზე აღვადგენთ“,
- განაცხადა ილჰამ ალიევმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, 5 ოკუპირებული რაიონიდან 4 უკვე გათავისუფლებულია.

ამასთან, ილჰამ ალიევი ამბობს, რომ სომხეთს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შესრულება არ სურდა, რადგან უკვე გათავისუფლებული ტერიტორიების ისევ ოკუპირება სურდა.

„როდესაც მათ ეს არ გამოუვიდათ, მათ სომხეთის ტერიტორიიდან ბალისტიკური რაკეტით აზერბაიჯანის სიდიდით მეორე უმსხვილეს ქალაქ განჯას დაესხნენ თავს. მათ ეს ორჯერ გააკეთეს“,
- განაცხადა ალიევმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, პირველი თავდასხმისას 10 სამოქალაქო პირი დაიღუპა და ათობით დაშავდა, მეორე თავდასხმის შედეგად 21 სამოქალაქო პირი დაიღუპა და 70 ადამიანი დაშავდა.

ილჰამ ალიევმა ხაზი გაუსვა, რომ სომხეთს აზერბაიჯანისთვის რომ დაეჯერებინა, ლოგიკურად მოქცეულიყო და ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარის გაყვანის გრაფიკი წარმოედგინა, ომი ერთი თვის წინ დამთავრებული იქნებოდა.

„ამიტომ სომხეთის მხრიდან კომპრომისი ძალიან მკაფიო უნდა იყოს. ჩვენ ჯერ კიდევ ოკუპირებული აღდამის რაიონის ნაწილის, კილბაჯარის და ლაჩინის რაიონების გათავისუფლების გრაფიკი უნდა წარმოგვიდგინონ. ამის შესახებ პირადად სომხეთის პრემიერ-მინისტრმა უნდა განაცხადოს“, - განაცხადა ალიევმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, სომხეთს ამის გაკეთება არ უნდა. აზერბაიჯანს კი სამხედრო გზის გარდა სხვა გამოსავალი არ აქვს.

„ჩვენ სამხედრო ოპერაციების გაგრძელება არ გვინდა, ამის შესახებ არაერთხელ მითქვამს და დღესაც შემიძლია გავიმეორო, რომ თუ სომხეთის პრემიერ-მინისტრი პირადად, როგორც ამ სისხლისღვრაზე პასუხისმგებელი პირი, ამ განცხადებით გამოვა, ჩვენ მზად ვართ, დაუყოვნებლივ გავჩერდეთ“, - განაცხადა მან.

ამასთან, ალიევმა განაცხადა, რომ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრას აზრი არ აქვს, რადგან ბოლო ორი წლის განმავლობაში გამართული აუდიენციები უშედეგო იყო.

„მან პირობა მომცა, რომ თუ აზერბაიჯანის „რევოლუციის“ მერე დროს მისცემს, ის კარგად მოემზადება, პოლიტიკური თვალსაზრისით სომხეთში მდგომარეობას განიმტკიცებს, რის შემდეგ კონსტრუქციული სამუშაოსა და ძირითადი პრინციპების შესრულებისთვის მზად იქნება“,
- განაცხადა ალიევმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, ერთი წლის შემდეგ ფაშინიანმა სხვანაირად დაიწყო საუბარი და განაცხადა, რომ აზერბაიჯანს არც ერთ სანტიმეტრს არ დაუბრუნებს.

„ამიტომ ამჟამად მასთან შეხვედრის აზრს ვერ ვხედავ. ცოტა ხნის წინ საგარეო საქმეთა მინისტრები ჟენევაში შეხვდნენ, და მე მგონია, რომ დღეს ეს კონტაქტებისთვის სწორი ფორმატია“, - განაცხადა მან.

ალიევის თქმით, აზერბაიჯანს დაქირავებული მებრძოლები არ ჰყავს. მას ძლიერი არმია აქვს, რომელიც 100 ათასი მებრძოლისგან შედგება. სომხეთს კი დაქირავებული მებრძოლები ნამდვილად ჰყავს.

„ჩვენ უკვე გვყავს განეიტრალებული პირების სია, რომელთაც უცხო ქვეყნის პასპორტები აქვთ. ამერიკელი, ფრანგი, კანადელი, ლიბანელი, ერაყელი, პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან, ათობით საქართველოდან. დიახ, ეს ამ ქვეყნებში მცხოვრები სომხები არიან, მაგრამ განსხვავება არ არის. თუ ისინი სხვა ქვეყნების მოქალაქეები არიან, მათი იქ ყოფნა უკანონოდ ითვლება“, - განაცხადა ალიევმა.

მისი თქმით, შუამავალმა ქვეყნებმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში ნეიტრალიტეტი უნდა შეინარჩუნონ.

ალიევმა ხაზი გაუსვა, რომ მეზობელი ქვეყნები აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერენ.

„თურქეთი საერთაშორისო სამართალს და გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს უჭერს მხარს. საქართველომ აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას არაერთხელ დაუჭირა მხარი. ეს ჩვენი მეზობლების პოზიციაა. სომხეთი იზოლირებულია. მათ კონფლიქტის ინტერნაციონალიზაცია სურთ, რომ მხარდაჭერა მიიღონ, მათ ფეიკ ახალი ამბების გამოყენება და ისტორიის რამდენიმე ფეიკ მონაცემის გამოყენება სურთ. მაგრამ სომხეთისთვის საუკეთესო მოქმედება დამარცხების აღიარება იქნებოდა“, - განაცხადა ალიევმა.

წყარო: report.ge
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია