404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/10/04/bf4bf3c46df8f47ef0e6c9d862ad7cb2.jpg" not exists.
სიახლე
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
5 ნოემბრის დღისით და 6 ნოემბრის ღამით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა სხვადასხვა ცეცხლსასროლი იარაღიდან, მათ შორის ქვემეხიდან და ნაღმტყორცნებიდან, აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფების პოზიციებზე ფრონტის სხვადასხვა მიმართულებით და დასახლებულ პუნქტებს ცეცხლი გაუხსნეს, - ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, საბრძოლო მოქმედებები ძირითადად გრძელდებოდა ფრონტის აღდერეს, აღდამის, ხოჯავენდისა და გუბადლის მიმართულებით.

"აზერბაიჯანის არმიის კონტრშეტევითი ოპერაციების შედეგად, სომხეთის არმიამ დიდი დანაკარგი განიცადა და იძულებული გახდა, უკან დაეხია. ამჟამად ჩვენი ჯარები ოპერატიულ ვითარებას აკონტროლებენ", - აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, უწყების ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ნაღმტყორცნებიდან და ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნეს ზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფების პოზიციებს სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარზე.

ასევე, 5-6 ნოემბრის ღამიდან დილის 05:00 საათამდე, აზერბაიჯანის თოვუზის, ქედაბექისა და დაშქესანის რაიონებში განლაგებულ, აზერბაიჯანის ქვედანაყოფებს პერიოდულად ესროდნენ სომხეთის ბარდის, ჭამბარაკისა და ვარდენისის რაიონებიდან.

ამასთან, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 6 ნოემბერს, 08:00 საათიდან, სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ტერტერს, ამ რაიონის ორ სოფელს ბომბავს.

წყარო: report.ge
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია