აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება - მტერმა ცოცხალი ძალის და სამხედრო ტექნიკის მძიმე დანაკარგი განიცადა
8 ნოემბერს დღის განმავლობაში და 9 ნოემბრის ღამით სომხეთის შეიარაღებული ძალები აზერბაიჯანის არმიის პოზიციებისა და დასახლებული პუნქტების წინააღმდეგ თავდასხმებს ახორციელებდა, - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაჯანული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„საბრძოლო მოქმედებები აღდერეს, აღდამის, ხოჯავენდისა და გუბადლის მიმართულებებით მთელი ღამის განმავლობაში სხვადასხვა ინტენსივობით მიმდინარეობდა. მტერმა ცოცხალი ძალისა და სამხედრო ტექნიკის მძიმე დანაკარგი განიცადა,“- აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში სომხეთის არმიის „ბევრი ჯარისკაცი, ერთი T-72 ტიპის ტანკი, ერთი D-30 ტიპის ქვემეხი, ერთი ნაღმტყორცნი და ტყვია-წამლით დატვირთული ერთი სატვირთო“ გაანადგურეს.

„ოპერატიულ ვითარებას ჩვენი ჯარი აკონტროლებს,“- აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები