აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის არმიამ ზანგილანის რაიონის ბარტაზის დასახლება “ოკუპაციისგან გაათავისუფლა”
აზერბაიჯანულმა არმიამ ზანგილანის რაიონის ბარტაზის დასახლება ოკუპაციისგან გაათავისუფლა, - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

სააგენტო APA ვიდეო მასალას ავრცელებს, რომელიც მათი განმარტებით, „ოკუპაციისგან გათავისუფლებულ დასახლებაშია“ გადაღებული.

შეგახსენებთ, გუშინ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ქვეყნის არმიამ მთიანი ყარაბაღის ქალაქი შუშა ოკუპაციისგან გაათავისუფლა. სომხურმა მხარემ აღნიშნული ინფორმაცია კატეგორიულად უარყო.



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები