სომხეთის დედაქალაქ ერევანში საპროტესტო აქციის გამართვა დღესაც
იგეგმება, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, აქცია 17.00 საათზე დაიწყება. ერევანში გუშინ 17
ოპოზიციური პარტიის მიერ ორგანიზებული მასობრივი საპროტესტო აქცია
გაიმართა, რომლის მონაწილეებიც ნიკოლ ფაშინიანის პრემიერ-მინისტრის
თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვდნენ. სამართალდამცავებმა აქციის
დროს 129 ადამიანი დააკავეს.
ოპოზიცია და საზოგადოების ნაწილი მთიან ყარაბაღში საბრძოლო
მოქმედებების დასრულების შესახებ მიღებულ განცხადებას აპროტესტებენ,
რომელსაც სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის
პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან
ერთად 9 ნოემბერს მოაწერა ხელი.