აზერბაიჯანის ომბუდსმენი: სომხები ქალბაჯარში ეკოლოგიურ ტერორს ახორციელებენ
აზერბაიჯანის სახალხო დამცველის აპარატმა ქალბაჯარის რაიონთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

მასში აღნიშნულია, რომ სომხეთი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეკოლოგიურ ტერორს განაგრძობს და ქალბაჯარში ტყეებს ჩეხავს და წვავს.

"ეს არის ეკოლოგიური დანაშაული, რომელიც ზიანს აყენებს სიტუაციას რეგიონში და ზოგადად მსოფლიოში. ომბუდსმენმა საბინა ალიევამ თხოვნით მიმართა მსოფლიოს სახელმწიფოებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ შორის საერთაშორისო სტრუქტურებს გარემოს დაცვის სფეროში, რათა შეაჩერონ სომხეთი, რომელმაც ადგილობრივ და უცხოური მედიაში დადასტურებული ფაქტებით ეკოლოგიური ტერორი ოკუპაციის საშუალებად აქცია", - განაცხადეს აზერბაიჯანის ომბუდსმენის აპარატში.

წყარო: report.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები