ქარიშხალმა "იოტამ" ჰონდურასში 357 300 ადამიანი დააზარალა
ტროპიკულმა ქარიშხალმა "იოტამ" უკვე სერიოზული ზიანი მიაყენა ჰონდურასს. დაზარალებულია სულ მცირე 357 300 ადამიანი.

ინფორმაციას ამის შესახებ ინფორმაციას ჰონდურასის ბუნებრივი კატასტროფების პრევენციისა და ლიკვიდაციისა და დეპარტამენტი ავრცელებს.

ხელისუფლების ცნობით, ქვეყანაში ოთხი მძლავრი მეწყერი განვითარდა. გზების 30 – ზე მეტი მონაკვეთი გადაკეტილია. დაზიანდა 7 000-ზე მეტი საცხოვრებელი კორპუსი, დაიღუპა მინიმუმ ხუთი ადამიანი. სტიქიური უბედურების ზონებიდან მოსახლეობა ევაკუირებულია. ამ დროისთვის 60 ათასზე მეტი ადამიანი 750 თავშესაფარშია განთავსებული.

წყარო: Report.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები