404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/10/04/bf4bf3c46df8f47ef0e6c9d862ad7cb2.jpg" not exists.
სიახლე
საქართველო ბოლო 7 დღის დინამიკით ვირუსის გავრცელებით მსოფლიოში პირველია | NY Times
2 ნოემბრის მონაცემებით, საქართველო 100 000 სულ მოსახლეზე ახალი კორონავირუსის გავცელების შემთხვევათა მიხედვით, მსოფლიოში პირველ ადგილზეა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული New York Times ავრცელებს.

ამერიკული გამოცემის მონაცემების მიხედვით, საქართველოში ბოლო შვიდი დღის განმავლობაში ახალი ინფიცირების შემთხვევათა რიცხვი საშუალოდ 3,579.1-ია, რაც 100 000 სულ მოსახლეზე 95.9 ახალ შემთხვევას გულისხმობს. აღნიშნული რიცხვი იანგარიშება ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობის ბოლო შვიდი დღის განმავლობაში ახალ შემთხვევათა საშუალო არითმეტიკულ რიცხვზე შეფარდებით.

საქართველოს შემდეგ, ბოლო 7 დღის მონაცემებით, ყველაზე უარესი მდგომარეობა ლუქსემბურგშია, მე-3 ადგილზე მონტენეგროა, მე-4-ზე – სერბეთი.

რა ვითარებაა რეგიონში
New York Times-ის მონაცემების მიხედვით, ბოლო 7 დღის დინამიკით საქართველო უსწრებს რეგიონის სამივე ქვეყანას, მათ შორის სომხეთსაც, სადაც ვირუსის ფართომასშტაბიანი გავრცელება საქართველოზე ადრე დაიწყო და ამ დროისთვის, ჯამურად, საქართველოზე მეტი, 126,224 დადასტურებული შემთხვევაა. სომხეთში, საშუალოდ, ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 1,269.6 ახალი ინფიცირების შემთხვევა დადასტურდა, რაც 100 000 სულ მოსახლეზე 43-ია.

ამ კუთხით სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში შედარებით ყველაზე კარგი ვითარება აზერბაიჯანშია, სადაც ბოლო შვიდი დღის განმავლობაში, საშუალოდ, 2,486.6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა 100 000 სულ მოსახლეზე ახალი შემთხვევების რიცხვი მხოლოდ 25-ია, რაც აზერბაიჯანის მოსახლეობის მრავალრიცხოვნობითაა გამოწვეული.

რამდენად მაღალია საქართველოს მონაცემები სხვა ქვეყნებთან შედარებით?!
ნეტგაზეთი შეეცადა დაეთვალა, თუ ინფიცირების რამდენი ახალი შემთვევა იქნებოდა სხვადასხვა ქვეყნებში, იმ შემთხვევაში, თუ ყოველ 100 000 მოსახლეზე ახალი შემთხვევების რიცხვი, საქართველოს მსგავსად, 95.9 იქნებოდა. ამისათვის მსოფლიო ბანკის ოფიციალური სტატისტიკის გამოყენებით, ქვეყნების მოსახლეობის გათვალისწინებით, ყოველი 100 000 მოსახლე გავამრავლეთ 95.9-ზე, რათა მიგვეღო ინფიცირების პირობითი რიცხვი [გამოთვლა პირობითია და არ გულისხმობს 7 დღის საშუალო არითმეტიკულ რიცხვს].

იმ შემთხვევაში, თუ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვირუსი საქართველოს მსგავსი სიჩქარით გავრცელდებოდა, 95.9 ახალი შემთხვევა 100 000 სულ მოსახლეზე, იგივე იქნებოდა, რაც 314 781 ახალი შემთხვევაა ქვეყნის მასშტაბით. ეს რიცხვი თითქმის ორჯერ მეტია ამერიკაში ბოლო შვიდი დღის განმავლობაში დაფიქსირებული ახალი შემთხვევების საშუალო არითმეტიკულზე, რომელიც New York Times-ს მიხედვით, 171, 461.1-ია. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, აშშ-ში ახალი შემთხვევების ყველაზე დიდი რაოდენობა 14 ნოემბერა – 193 734 შემთხვევა დაფიქსირდა.

კიდევ ერთი ქვეყანა, რომელიც მსოფლიოში მეორე ადგილზეა ვირუსის გავრცელების ჯამური შემთხვევებით, გახლავთ ინდოეთი. იმ შემთხვევაში, თუ 100 000 სულ მოსახლეზე, საქართველოს მსგავსად, ახალი 95.9 შემთხვევა იქნებოდა, მაშინ მთელი ქვეყნის მასშტაბით, საერთო ჯამში, 1 306 295 ახალი ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდებოდა. NY times-ის მიხედვით, ინდოეთში ბოლო შვიდი დღის საშუალო მონაცემების მიხედვით 42,105.4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ბრაზილიისთვის, რომელიც ასევე ლიდერობს ვირუსის გავრცელების ჯამური მონაცემების მიხედვით, საქართველოს მსგავს შემთხვევაში, ქვეყანაში ვირუსის ახალი 202 397 შემთხვევა ექნებოდა.მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ცნობით, ბრაზილიაში ახალი შემთხვევების ყველაზე დიდი რაოდენობა 31 ივლისს – 69 074 დაფიქსირდა.

წყარო: ნეტგაზეთი
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია