აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მოსახლეობას ქელბაჯარის ოკუპაციისგან გათავისუფლება მიულოცა
დღეს ქელბაჯარის რაიონი ოკუპაციისგან გათავისუფლდა. გულით ვულოცავ მთელ აზერბაიჯანულ ერს, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა მოსახლეობისადმი მიმართვაშ განაცხადა.

მისი თქმით, ქელბაჯარის რაიონი 1993 წლის 2 აპრილს იყო ოკუპირებული და ამ დღეს აზერბაიჯანელი ერი ბევრი წლის მანძილზე ელოდა.

"ქელბაჯარის რაიონის ოკუპაცია დიდი ტრაგედია იყო. თითოეული რეგიონის ოკუპაცია დიდი ტრაგედია იყო. 1992 წლის მაისში შუშასა და ლაჩინის რაიონების ოკუპაციის შემდეგ, ქელბაჯარის ოკუპაციამ სომხეთსა და მთიან ყარაბაღს შორის გეოგრაფიული კავშირი შექმნა. ყველამ კარგად იცის, რომ ყოფილი მთიანი ყარაბახის ავტონომიურ ოლქს არ ჰქონდა საზღვარი სომხეთის რესპუბლიკასთან. სომხეთს მთიანი ყარაბაღისგან ლაჩინის რაიონი, ლაჩინის დერეფანი ჰყოფდა. ლაჩინის, შუშას ოკუპაციამ და მათ შემდეგ ქელბაჯარის რაიონის ოკუპაციამ უზარმაზარ ტერიტორიაზე სომხეთსა და მთიან ყარაბაღს შორის გეოგრაფიული კავშირი შექმნა, სწორედ ეს იყო მტრის მიზანი. ქელბაჯარის ოკუპაციის შემდეგ სომხეთმა და მთიან ყარაბაღმა კომუნიკაცია დაამყარეს, შეიძლება ითქვას, მრავალი გზით, პირველ რიგში, იარაღი, ტექნიკა, ცოცხალი ძალა გაიგზავნა. ამავდროულად, ეს დიდ უპირატესობას აძლევდა სომხეთს შემდგომი აგრესიული პოლიტიკისთვის”, - განაცხადა ალიევმა.

წყარო: report.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები