ილჰამ ალიევი: COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ნებაყოფლობითი და უფასო იქნება
აზერბაიჯანმა სახელმწიფო ბიუჯეტიდან პანდემიასთან საბრძოლველად, ასევე დაზარალებული მოქალაქეების დასახმარებლად თითქმის 2,5 მილიარდი დოლარი გამოჰყო, - ამის შესახებ დსთ-ს სამიტზე ვიდეორეჟიმის ფორმატში გამოსვლისას აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა.

მისი თქმით, აზერბაიჯანი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც საერთაშორისო ინიციატივა COVAX შეუერთდა.

"ჩვენ ასევე შევიმუშავეთ სტრატეგია. ის მრავალპლატფორმულობას გულისხმობს. მიუხედავად იმისა, რა ტექნოლოგიები იქნება გამოყენებული, ჩვენთვის მთავარი კრიტერიუმი სამეცნიერო დასაბუთება, ამ ვაქცინების უსაფრთხოება იქნება. ვაქცინაციის პროგრამის დაწყება მომავალი წლის დასაწყისში იგეგმება, ის ნებაყოფლობითი და სახელმწიფოს ხარჯზე იქნება", - განაცხადა ალიევმა.

წყარო: report.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები